სამოდელო გაკვეთილი - ი. ჭავჭავაძე - ,,გაიზრდები და დაგავიწყდება“
გაკვეთილის
თემა
|
ი. ჭავჭავაძე - ,,გაიზრდები და დაგავიწყდება“
(ნაწყვეტი ,,ოთარაანთ ქვრივიდან“)
|
სწავლების საფეხური
კლასი/ საგანი
|
დაწყებითი საფეხური. IIIა კლასი.
ქართული ენა და ლიტერატურა
|
ინტეგრირებული
საგნების დასახელება
|
--------------------------------
|
მასწავლებლის
სახელი და გვარი
|
მაია კორშია
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
17
|
განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი.
|
კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე
არ არის.
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები და ამოცანები.
|
შეძლოს:
·
ტექსტის
მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
·
წაკითხული
მასალის დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
·
მთავარი
თემის განსაზღვრა და მოქმედ პირთა საქციელის შეფასება;
·
სიმართლისა
და სამართლიანობის სიყვარული, ბრძოლა ძალმომრეობასთან და სიმართლის გამარჯვება. ავი
და ბოროტი, რომელიც უნდა დაივიწყო.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები
და მათი ინდიკატორები
|
·
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
·
ქართ. III. 6. შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის
თხრობითი ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება - გააზრება.
·
ქართ. III. 7. შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.
|
გაკვეთილის
ტიპი
|
ახსნითი
|
თანამიმდევრობა,
აქტივობა და დრო
|
აქტივობა I ----------------------- 1 წთ.
დღის წესრიგის გაცნობა
Ø ახალი მასალის ახსნა.
Ø პაუზებით კითხვა, ვარაუდები.
Ø ,,კუბის“ მეთოდი.
Ø უცხო სიტყვები.
Ø საშინაო დავალება.
Ø შეფასება.
აქტივობა II ----------------------- 5 წთ.
I პროვოცირება.
შეკითხვა: თქვენი აზრით, რას ნიშნავს ,,გაიზრდები
და დაგავიწყდება“? რა უნდა დაგავიწყდეთ, როცა გაიზრდებით? თქვენ, ცოტა უფრო გაზრდილებს,
რა დაგვიწყნიათ და რა - არა?
(პასუხები კლასიდან
იწერება დაფაზე).
აქტივობა III
II შინაარსის რეალიზება. ---------
27 წთ.
პაუზებით კითხვა, ვარაუდების
სქემა.
ვარიგებ მონაკვეთებად
დაჭრილ, დაყოფილ ტექსტს (გადმობრუნებულად). მოსწავლეები ინსტრუქტაჟის თანახმად გადმოშლიან
მხოლოდ I
ნაწილს
და კითხულობენ (ინდივიდუალურად). (4 წთ).
კითხვის დასრულებისთანავე
იმართება მსჯელობა:
_ რა მოხდა?
_ თქვენ თუ გყავთ ან იცნობთ ისეთს, ვისაც მოზრდილი
ბიჭის მსგავსად პატარა აუტირებია?
_ როგორ ფიქრობთ, დაუბრუნდება ბალღს ღილები?
(მოსწავლეები ახსნიან, თუ რა მოხდა.
ნაცნობებიდან მოზრდილი ბიჭის მსგავსიც ჰყოლიათ, რომელსაც პატარა აუტირებია. გამოთქვამენ
ვარაუდებს. ნაწილი ამბობს, რომ დაუბრუნდება
ბალღს ღილები, ნაწილის აზრით - არ დაუბრუნდება.
იმოწმებენ ფრაზას: ,,ის კი ღილებს არ უბრუნებდა.“)
II ნაწილი: კითხვა --- პაუზა --- მსჯელობა - ვარაუდი. (4 წთ).
_
რას აკეთებს გიორგი?
_ თქვენი აზრით, ვინ არის მტირალი ბავშვი
გიორგისა? როგორ ფიქრობთ, სწორად იქცევა გიორგი? რა ელის მას? მოერევა მოზრდილ ბიჭს?
_ თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავსს სიტუაციაში?
(მოსწავლეები ახსნიან,
რას აკეთებს გიორგი. ვარაუდებით მტირალი ბავშვი ან გიორგის მეგობარია, ან - მეზობელი.
უმეტესობა თვლის, რომ გიორგი სწორად იქცევა. მოსწავლეები მოლაპარაკებას არჩევენ მოზრდილ
ბიჭთან).
III ნაწილი: კითხვა --- პაუზა --- მსჯელობა - ვარაუდი. (5 წთ).
_ გაგვიმართლდა მოლოდინი? დაუბრუნდა ღილები
პატრონს?
_ ვინ დაეხმარა გიორგის?
_ რად დაუჯდა ღილების დაბრუნება?
_ როგორ გამოიყურება გიორგი?
_ მოდით, წარმოვიდგინოთ ორი გიორგი. ერთი:
გულისპირდასისხლიანებული და მეორე: შორიდან მაყურებელი ამ ყველაფრისა. თქვენი აზრით,
რომელი უფრო უკეთ სანახავია?
_ რა
ელის სახლში დაბრუნებულ ბიჭს?
_ რას ეტყვის დედა?
(მოსწავლეთა უმეტესი
ნაწილის მოლოდინი გამართლდა, ღილები პატრონს დაუბუნდა, თუმცა ეს გიორგის საკუთარი
სისხლის ფასად დაუჯდა. მოსწავლეები ასკვნიან, რომ სიმართლემ გაიმარჯვა და დედა აუცილებლად
მოუწონებს შვილს ამ საქციელს).
IV ნაწილი: კითხვა --- პაუზა --- მსჯელობა - ვარაუდი. (7 წთ).
_ გაგვიმართლდა მოლოდინი?
_ რას ნიშნავს ,,გაიზრდები და დაგავიწყდება“?
_ რა უნდა დავიწყებოდა გიორგის?
_ წარმოვიდგინოთ, გიორგის არ დაევიწყებინა მოზრდილი
ბიჭის საქციელი და სამომავლოდ შურისძიებისთვის ეფიქრა. თქვენი აზრით, შურისძიების
შემდეგ გიორგი უკეთესად იგრძნობდა თავს თუ არა?
_ თქვენ რას იტყოდით ამ დროს?
_ რას ურჩევს დედა შვილს?
(მოლოდინი გამართლდა.
დედამ შვილს საქციელი მოუწონა. რამდენიმეს აზრით, გიორგი შურისძიების შემდეგ უკეთესად იგრძნობდა თავს).
V ნაწილი: კითხვა --- პაუზა --- მსჯელობა - ვარაუდი. (7 წთ).
_ გამართლდა ჩვენი ვარაუდი თუ არა?
_ რა უნდა გააკეთო, რომ ამ მზიან ქვეყანაზე
სიარული არ გაგიჭირდეს?
_ რას უნდა ნიშნავდეს, თქვენი აზრით, ,,აი,
ჩემო კარგო, ახლა უფრო ლამაზიცა ხარ“...
_ რატომ არის უფრო ლამაზი ცხვირგატეხილი გიორგი?
_ დაივიწყებს გიორგი ამ ამბავს?
(მოსწავლეთა ვარაუდი
გამართლდა. მზიან ქვეყანაზე სიარული რომ არ გაგვიჭირდეს, შური და წყენა არ უნდა ჩავიდოთ
გულში. ასე უფრო კარგნი ვიქნებით. ცხვირგატეხილი გიორგიც დაივიწყებს ამ ამბავს).
აქტივობა IV
რეფლექსიის დასაწყისი ----------------- 7 წთ.
2 წუთიანი თავისუფალი
წერა.
_ რას განვიცდი ახლა?
_ რა განვიცადე, როცა მოთხრობას ვკითულობდი?
(ჩამოვარიგებ ფურცლებს,
მოსწავლეები წერენ, რამდენიმეს წავაკითხებ).
აქტივობა V
III რეფლექსია
,,კუბის“ მეთოდი ----------------- 17 წთ.
მოსწავლეები იღებენ
ინსტრუქტაჟს, როგორ უნდა გააკეთონ ანალიზი ,,კუბის“ მეთოდით. მათ ურიგდებათ
ფურცლები ახსნა - განმარტებით. თითოეულ გრაფაში მითითებულია, თუ რა უნდა გააკეთონ.
·
აღწერე - აღწერონ ვინც
სურთ.
·
შეადარე - შეადარონ
(მაგ. გიორგი მოზრდილ ბიჭს).
·
დაიცავი - ვინც სურთ,
ის დაიცვან არგუმენტირებით.
·
საწინააღმდეგო გამოთქვი
- (იქნებ არ ეთანხმებიან გიორგის).
·
გამოიყენე - როგორ
გამოიყენებენ ლიტერატურულ ამბავს რეალურ ცხოვრებაში).
·
გააანალიზე (გაარჩიე)
- საბოლოო შეფასება.
(მოსწავლეები ავსებენ
თითოეულ გრაფას. მათ აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ეძლევათ შესაბამისი დრო. შემდეგ
ამოჭრიან, კუბი შეიკვრება.
აქტივობა VI
ჩემი პოზიცია ---------------------------
10 წთ.
კლასში არის დიდი ზომის
კუბი, იმავე წარწერებით. მოსწავლეები საკუთარი კუბიდან არჩევენ ერთ - ერთ პოზიციას,
გადააქვთ ის დარიგებულ ფერად, წებოვან ბარათებზე და აკრავენ დიდი კუბის იმ მხარეს,
რომელ პოზიციასაც თავად აფიქსირებენ (წავიკითხვათ რამდენიმეს).
აქტივობა VII
სიტყვის სკივრი ---------------------------
5 წთ.
მოსწავლეები ეცნობიან
უცხო სიტყვებს, რომელიც დაფაზე გაკრულ ფურცელზეა მარკერით ჩამოწერილი.
რას ემართლები - რას ერჩი
გულისპირი - ტანსაცმლის ნაწილი, რომელიც მკერდს
ფარავს.
ელდა ეცა - შეეშინდა.
შუბლზე წარბი გაეხსნა - სახე გაუნათდა, გაუხარდა
აქტივობა VIII
საშინაო დავალება --------------------------- 3 წთ.
ი. ჭავჭავაძე - ,,გაიზრდები და დაგავიწყდება“ (თხრობით).
წერითი სამუშაო (მითითებულია გვერდი).
|
შეფასება
|
მიმდინარე განმავითარებელი (კომენტარი - ზეპირი, წერილობითი).
------------------------------
5 წთ.
|
თვითშეფასება
|
მასწავლებელი ავსებს
თვითშეფასების ფურცელს, მიუთითებს გაკვეთილის ბოლოს მიღწეულ შედეგზე.
|
საკლასო
მენეჯემნტი
(საგანმანათლებლო
რესურსები).
|
ქართული ენისა და ლიტერატურის
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, სქემები, მარკერები, თაბახის ფურცლები,
მაკრატელი, წებო, დიდი კუბი, ფერადი ბარათები.
|
მომეწონა თქვენი გაკვეტილის გეგმა." კუბის მეთოდს" გამოვიყენებ ჩემს გაკვეთილებზე
ReplyDelete