შეფასების კრიტერიუმები - X, XI, XII კლასები
შეფასების კრიტერიუმები
X კლ.
შეფასების რუბრიკა
|
I დონე
(8-10 ქულა)
|
II დონე
(6-7 ქულა)
|
III დონე
(4-5 ქულა)
|
IV დონე
(1-3 ქულა)
|
საპრეზენტაციო
უნარების შეფასების რუბრიკა
|
წარმოადგენს საპრეზენტაციო მოხსენებას, მიმართავს შესაბამის ტაქტიკას
და იცავს სამეტყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს. ზეპირი კომუნიკაციისთვის იყენებს ეფექტურ
ხერხებს, აანალიზებს და აფასებს.
|
არ იცნობს საკომუნიკაციო სტრატეგიებს და იყენებს მხოლოდ რამდენიმეს,
უჭირს მათი შესაბამისად გამოყენება, არაადეკვატურად
განიხილავს კონკრეტულ საკითხებს.
|
საუბრობს მეტ - ნაკლებად გამართულად, ასევე ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან
კონტაქტის დამყარებას, ვერ ახერხებს კრიტიკულად ანალიზს.
|
უჭირს საუბარი, სათქმელის გადმოცემა, ვერ პასუხობს დასმულ კითხვებს, ლექსიკა მწირია, არ არის თანმიმდევრული.
|
მსჯელობაში
მონაწილეობის შეფასების რუბრიკა
|
მსჯელობს გარკვევით, მსჯელობის დაწყებამდე აყალიბებს თეზისს, ამყარებს
მიზეზ -შედეგობრივ კავშირს მოვლენებსა და ფაქტებს შორის, გააზრებულად იყენებს მსჯელობისათვის
შესაბამის არავერბალურ საშუალებებს, აუდიტორიას სთავაზობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ
ვერსიას.
|
აყალიბებს მსჯელობის თემასა და თეზისს, შესაბამისად იყენებს მსჯელობის
არავერბალურ საშუალებებს, გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მოსმენილზე დაყრდნობით.
|
უჭირს მსჯელობის წარმართვა, იცავს ელემენტარულ წესებს, ვერ ახერხებს
არგუმენტირებას სათანადო მაგალითების მოხმობით, არა აქვს საკუთარი ვერსიები მსჯელობის
უკეთ წარმართვისათვის.
|
უჭირს გამართულად საუბარი, რადგან
მისი ლექსიკა მწირია, შესაბამისად
მსჯელობაც არათანმიმდევრული, ვერ ასაბუთებს, ვერ გამოჰყოფს თეზისს, არ იყენებს არგუმენტირებას.
|
წერის უნარის შეფასების რუბრიკა
|
წერს სხვადასხვა მიზნითა და სხვადასხვა აუდიტორიისათვის, ქმნის მხატვრულ
ტექსტს მოცემული პირობის მიხედვით, წერს
გამოხმაურებას წაკითხულის გარშემო, იყენებს წერის სტრატეგიებს ნაწერის ორგანიზებისათვის.
|
უჭირს მოცემული პასუხის თანმიმდევრულად წარმოდგენა, ასევე
ნაწერის ორგანიზება, არაადეკვატურია მისი არგუმენტირება და მოყვანილი
მაგალითები.
|
ვერ იყენებს წერის სტრატეგიებს, არ არის თანმიმდევრული, ვერ აგებს ნაშრომს
და არ გამოირჩევა დამოუკიდებლად აზროვნების უნარითა და ერუდიციით.
|
ნაწერი შეუსაბამოა, არაადეკვატურად განხილული, არ ჩანს მსჯელობა, კავშირი
დარღვეულია და აზრთა ლოგიკური თანმიმდევრობა დაუცველი. არ იცავს მართლწერის წესებს.
|
შეფასების კრიტერიუმები
XI კლ.
შეფასების რუბრიკა
|
I დონე
(8-10 ქულა)
|
II დონე
(6-7 ქულა)
|
III დონე
(4-5 ქულა)
|
IV დონე
(1-3 ქულა)
|
საპრეზენტაციო
უნარების შეფასების რუბრიკა
|
წარადგენს საჯარო მოხსენებას, ურთიერთობს აუდიტორიასთან, აფასებს კრიტიკულად,
ანალიტიკურად მოაზროვნეა, ინფორმირებულია და აქვს უნარი ამ ინფორმაციის მიზანმიმართულად
გამოყენებისა.
|
ნაკლებად იყენებს საპრეზენტაციო უნარ - ჩვევებსა და საკომუნიკაციო სტრატეგიებს,
ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, ვერ ახერხებს გადაწყვეტილების
ორიენტირებას.
|
ვერ ახერხებს წარდგენასა და შესაფერისი ინტერესების გამოვლენას, არ ავლენს
ინდივიდუალურ მიმართებას კონკრეტულ საკითხებთან.
|
ვერ ახერხებს ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენებას. არ არის აქტიური.
ვერ პასუხობს საპრეზენტაციო კითხვებს.
|
მსჯელობაში
მონაწილეობის შეფასების რუბრიკა
|
იყენებს საჯარო გამოსვლას ეფექტიანობის გასაძლიერებელ საშუალებასა და
საკომუნიკაციო სტრატეგიებს, აანალიზებს ტექსტებს თემების, იდეებისა და პრობლემატიკის
თვლასაზრისით.
|
შეუძლია გამოიყენოს ეფექტური სტრატეგიები, მოხდინოს მათი არჩევა, ნაწილობრივ
გააანალიზოს ტექსტები ინფორმაციულობის თვალსაზრისით.
|
მსჯელობისას იცავს ელემენტარულ წესებს, ვერ ახერხებს არგუმენტირებას,
სათანადო მტკიცებულებების მოხმობას.
|
მისი ლექსიკა მწირია, ვერ ახერხებს ლოგიკური თანმიმდევრობით წარმართოს
მსჯელობა, ვერ გამოჰყოფს კონკრეტულ საკითხებსა და ვერ პასუხობს კითხვებს.
|
წერის უნარის შეფასების რუბრიკა
|
აანალიზებს წერილობით მხატვრულ ნაწარმოებს, შეუძლია სხვადასხვა სახის
ესეს წერა, რეცენზიის დაწერა, არამხატვრული ტექსტების შეთხზვა, ადეკვატურად იყენებს
გრამატიკულ საშუალებებს.
|
უჭირს ნაწერის ორგანიზება, ასევე სხვადასხვა სახის ესეს შექმნა, არასათანადოდ
იყენებს გრამატიკულ საშუალებებს, დარღვეულია ლოგიკური თანმიმდევრობა.
|
ვერ იყენებს წერის სტრატეგიებს ნაწერის ორგანიზებისათვის, არაადეკვატურად
იყენებს ენობრივ საშუალებებს, ვერ ახერხებს ტექსტების შეთხზვას.
|
ვერ ახერხებს ნაწარმოების წერილობით გაანალიზებას, ვერ წერს ესეს კონკრეტული
მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრით. უშვებს ბევრ შეცდომას.
|
შეფასების კრიტერიუმები
XII კლ.
XII კლ.
შეფასების რუბრიკა
|
I დონე
(8-10 ქულა)
|
II დონე
(6-7 ქულა)
|
III დონე
(4-5 ქულა)
|
IV დონე
(1-3 ქულა)
|
საპრეზენტაციო
უნარების შეფასების რუბრიკა
|
წარადგენს პროექტს აუდიტორიის წინაშე, კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს მას, ამოიცნობს და იყენებს პრეზენტაციის
შესაბამის ხერხებს, იყენებს სხვადასხვა სტარატეგიებს
წარდგინებისას.
|
შეუძლია გამოიყენოს საპრეზენტაციო სტარატეგიები, თუმცა არაადეკვატურად
შეუსაბამოდ. ნაკლებად ახერხებს ანალიზს, სინთეზს, აუდიტორიის განსაზღვრას.
|
ვერ ახერხებს პროექტის წარდგენას, კრიტიკულად ანალიზს, უჭირს ამოიცნოს საპრეზენტაციო შესაბამისი
ხერხები.
|
ვერ ახერხებს საპრეზენტაციო უნარ - ჩვევების გამოვლენას და აუდიტორიასთან
კავშირს, ვერ პასუხობს კითხვებს.
|
მსჯელობაში
მონაწილეობის შეფასების რუბრიკა
|
იყენებს საჯარო გამოსვლას ეფექტიანობის გასაძლიერებელ საშუალებასა და
საკომუნიკაციო სტრატეგიებს, მსჯელობისას შეუძლია შეხედულებათა და ფასეულობათა შედარება,
მსჯელობისას იყენებს ეფექტურ სტრატეგიებს.
|
შეუძლია გამოიყენოს ეფექტური სტრატეგია მსჯელობისას, უჭირს კომუნიკაცია
აუდიტორიასთან, ასევე შეხედულებათა გადაფასება, შეუძლია გააანალიზოს, რა გავლენას
ახდენს კონკრეტული საკითხი აუდიტორიაზე.
|
უჭირს მსჯელობის წარმართვა, ვერ ფლობს შესაბამის სტარატეგიებს პრეზენტაციის
ეფექტური წარმართვისათვის, მსჯელობა არალოგიკურია, კავშირ - ურთიერთობები - დარღვეული.
ვერ ახდენს შეხედულებათა გადაფასებას.
|
ლექსიკა ღარიბია, შესაბამისად
ვერ ახერხებს მსჯელობა აწარმოოს ლოგიკური თანმიმდევრობით, ვერ ასაბუთებს საკუთარ პოზიციას, ან არა აქვს.
არ გააჩნია ანალიზისა და სინთეზის უნარი.
|
წერის უნარის შეფასების რუბრიკა
|
წინასწარ შერჩეულ თემაზე, შეუძლია დაწეროს სამეცნიერო ნაშრომი, რეფერატი
რამდენიმე წყაროს გამოყენებით, ანალიზის დაწერა და წერის დროს შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება.
|
უჭირს წყაროთა გამოყენებით ნაწერის ორგანიზება და სათქმელის ჩამოყალიბება,
არათანმიმდევრულია მსჯელობისას. მისი ანალიზი არ გამოირჩევა გრამატიკული საშუალებეის
გამოყენებით
|
ვერ იყენებს წერის სტრატეგიებს, არაადეკვატურია მის მიერ გამოყენებული
ენობრივ - გრამატიკული საშუალებები, ვერ ახდენს არგუმენტირებას კონკრეტული მაგალითების
მოხმობით.
|
ვერ წერს ესეს კონკრეტული მიზნისა
და აუდიტორიის განსაზღვრით, ლექსიკა მწირია, არ იცავს მართლწერის წესებს, დარღვეულია
აბზაცთა თანმიმდევრობა.
|
No comments:
Post a Comment
კომენტარი